თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის ვიზიტი თეთრიწყაროში
07 ივნ 2017
 

2017 წლის 5 ივნისს გერმანელების სამხრეთ კავკასიაში ჩამოსახლების 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  საზეიმო ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვის მიზნით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი.

2017 წელი გამოცხადებულია საქართველო გერმანიის მეგობრობის წლად და აღინიშნება სამხრეთ კავკასიაში გერმანელთა ჩამოსახლების 200 წლის იუბილე. საიუბილეო წლის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაზე რომელშიც ჩართული იქნება გერმანული მხარეც.  გერმანულ-ქართული წლის ფარგლებში 19-29 სექტემბერს გერმანიის ქალაქ ჰომბურგიდან საქართველოში ჩამოვა ახალგაზრდების და ქალაქის წარმომადგენლების ჯგუფი. ქალაქ ჰომბურგის გიმნაზიის მოსწავლეებმა გასულ წლებში თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოაწესრიგეს ასურეთის ყოფილი გერმანული სასაფლაო.

შეხვედრის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ სრული მზადყოფნა გამოთქვა  და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე. შეხვედრა ასურეთში ვიზიტით გაგრძელდა ეპისკოპოსმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ერეკლე კუხიანიძესთან   ერთად  გერმანული სასაფლაოები, ასურეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და ლუთერანული ეკლესია მოინახულა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3732
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1395
იან 14 კვ 2024
1923
იან 07 შბ 2023
4252
ოქტ 24 ორშ 2022
3704
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები