თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გრიგოლ ნემსაძე თეთრიწყარს მუნიციპალიტეტს ესტუმრა
30 მაი 2017
 

29 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი,ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები. შეხვედრა გაცნობთი ხასიათის იყო, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მოისმინეს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებებში არსებული პრობლემების შესახებ და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.

გრიგოლ ნემსაძე ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში  შვაბების ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს. ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში  გათვალისწინებულია შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია, ტროტუარის მოწყობა, მესერების და შესასვლელი ჭიშკრების მონტაჟი, საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე კიუვეტების მოწყობა. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორი კომპანია „დაგი“ სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.პროექტის საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 3 957 000 (სამი მილიონ ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ათას) ლარს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4660
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4072
ივნ 27 პარ 2025
3983
აგვ 12 სამ 2025
4272
ივლ 01 ორშ 2024
6910
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734