20 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტულად მიმზიდველი ახალი ობიექტების გასაცნობად და მოსანახულებლად, ქალაქ თეთრიწყაროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სხვადასხვა ტურისტული კომპანიების დამფუძნებლები. „Discover Georgia • აღმოაჩინე საქართველო“-ს ორგანიზებით დაგეგმილ საინფორმაციო ტურს ხელმძღვანელობდა თეთრიწყაროს სოფლის მეურნეობის სამსახურის ტურიზმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ლამარა ბექაური. სტუმრებმა დაათვალიერეს საკურორტო ზონა - დაბა მანგლისი და გაეცნენ ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, რომელიც წარადგინა ამავე ადმინისტრაციის თანამშრომელმა სალომე კობაიძემ. ამასთანავე, მოინახულეს თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები. ლამარა ბექაურმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა თეთრიწყაროს მრავალფეროვნების, კულტურული თუ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების და ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსის ვალერიან სუხიტაშვილის ორგანიზებით, გაიმართა ფოტო-ვიდეოჩვენება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული მიმზიდველობების შესახებ. კომპანიების ხელმძღვანელებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს თეთრიწყაროს მიმართ და გამოთქვეს ინიციატივა მათ მიერ სხვადასხვა ტურისტული ღონისძიებების მხარდაჭერაზე და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის შესახებ.
ტურისტული კომპანიების დამფუძნებლების თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვიზიტი გაიმართა სოციალური პროექტის „ქალები ბიზნესში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მრავალპროფილური ტურისტული კომპანია „Discover Georgia • აღმოაჩინე საქართველო“. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებული შიდა შემომყვანი ტურისტული კომპანიების მხარდაჭერას, რომელთა დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები არიან ქალები. პროექტის ფარგლებში აღმოჩენილი ახალი ობიექტები შემდგომში ასახული იქნება მოსანახულებლად საინტერესო ობიექტების სიაში.
სიახლეები
ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელების ვიზიტი თეთრიწყაროში.
22 მაი 2017
მნახველთა რაოდენობა: 3656
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
603
სექ 02 ორშ 2024
761
აგვ 06 სამ 2024
973
ივლ 29 ორშ 2024
1176