თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კლინიკა ,,ოფთალმიჯი’’–ს მობილური ჯგუფი ქ. თეთრიწყაროში
16 თებ 2016
 

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ინიციატივით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის მხარდაჭერით თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში (ქ.თეთრიწყარო, კოდა, ჯორჯიაშვილი, ასურეთი, ხაიში, ორბეთი) მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გამართეს.

აქციის ფარგლებში ექიმ ოფთალმოლოგებმა უფასო სამედიცინო კონსულტაცია და მომსახურება გაუწიეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე მოქალაქეს. მოხდა შემდეგი სახის დიაგნოსტიკა: ვიზომეტრია - მხედველობის შემოწმება, სათვალის შერჩევა, ბიომიკროსკოპია, თვალის ფსკერის გამოკვლევა, პანომეტრია. 
16 თებერვალს ქ. თეთრიწყაროში, გამოკვლევების შედეგად შერჩეულ თვალის (კატარაქტის) ოპერაციის საჭიროების მქონე 20 პაციენტს, 
ჩაუტარდა კატარაქტის უფასო ქირურგიული ოპერაცია. მუნიციპალიტეტის გამგეობა მხარს უჭერს და მიესალმება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიმართულებით მსგავს აქციებს და მადლიერებას გამოხატავს ჯავრიშვილის თვალის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ხელმძღვანელობის და მედპერსონალის მიმართ, გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის და პაციენტების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5286
 
 
 
სიახლეები
იან 00
1714
ივლ 02 ოთხ 2025
4047
ივნ 27 პარ 2025
3956
აგვ 12 სამ 2025
4252
ივლ 01 ორშ 2024
6892
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1714