თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივას, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „სუფთად ევროპისკენ“ კვირეულს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და კვირეულის ფარგლებში ქალაქ თეთრიწყაროში გამწვანების აქცია გაიმართა.
16 მაი 2017
 

2 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თეთრიწყაროს სერვისცენტრის მენეჯერი სოსო პავლიაშვილი  ქ. თეთრიწყაროში მუსხელიშვილის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების  მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მოსახლეობასთან ერთად განიხილეს დაგეგმილი სარეაბლიტაციო სამუშაოები.

2016 წელს მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადდა აღნიშნული  ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო  სამუშაოების განხორციელება დაიგეგმა 2017 წელს

გზების რეაბილიტაციასთან ერთად მოსახლეობის  მოთხოვნას  წარმოადგენს საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. სოსო პავლიაშვილმა  განმარტა რომ ამ ეტაპზე კომპანიის მთავარ ამოცანას წყალმომარაგების გაუმჯობესება წარმოადგენს, ხოლო   2018 წლიდან იგეგმება ქ. თეთრიწყაროს  წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების დაწყება.

  ერეკლე კუხიანიძემ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს პრიორიტეტების დასახვის პროცესში მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ჩართული და  თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ თვითონ მართავს თავის რაიონს და იღებს მონაწილეობას მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში“ . ამასთანავე, მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია გამგებლის მრჩეველთა საბჭოს გადახალისების შესახებ  და აღნიშნა, რომ საბჭოს შემადგენლობის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია საბჭოს შემადგენლობა გამგებელს  თვითონ წარუდგინოს  მოსახლეობამ.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3250
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918