თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალსოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
05 აპრ 2017
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სტიქიის შედეგად დაზიანებული 12700 მმისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 2016 წელს მოსული უხვი ნალექების შედეგად ჩამონადენი წყლით  მოხდა გზის სავალი ნაწილის გამორეცხვა და დაზიანება, მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები. პროექტის მიხედვით გზაზე მოეწყობა  ორი ტიპის საფარი: 1695 მ სიგრძის მონაკვეთზე - ქვიშა-ხრეშოვანი  და 845 მ მონაკვეთზე - არმირებული ბეტონის საფარი, გათვალისწინებულია    სანიაღვრე არხების და გზასთან არსებულ მიბმებთან გადასასვლელების მოწყობა რკინა-ბეტონის ანაკრები ღარებით და ლითონის ცხაურებით.

შედეგად საავტომობილო გზა განვლადი იქნება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებისათვის და  უსაფრთხო გადაადგილების საშუალება ექნება  ახალსოფელში მცხოვრებ  120 ბენეფიციარს.

პროექტის ღირებულება ხელშეკრულებით - 338 999.99 ლარი

განხორციელების ვადები - 02.03.2017-29.06.2017

კონტრაქტორი კომპანია - შპს „გზამშენგრუპი“

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3755
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1395
იან 14 კვ 2024
1923
იან 07 შბ 2023
4252
ოქტ 24 ორშ 2022
3704
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები