თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ნავთიანში მისასვლელი ხიდის აღდგენა დასრულდა
30 მარ 2017
 

სოფელ ნავთიანთან დამაკავშირებელი სტიქიის შედეგად დაზიანებული  ხიდი აღდგენილია. ობიექტზე მოეწყო მართკუთხაკვეთის რკინაბეტონის ახალი წყალგამტარი მილი, ბეტონის და ხრეშოვანი საგებები და წყლის მიმართულების მიმცემი ფრთები - გაბიონები. 

ნავთიანში მისასვლელი ხიდი 2016 წლის 7 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა, რის შედეგად სოფლამდე მისასვლელ გზაზე შეწყდა საავტომობილო მოძრაობა.  მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის უშუალო ჩართულობით, ხიდზე აღდგენითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და მოეწყო დროებითი კონსტრუქცია, ხოლო სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება  დასრულდა მიმდინარე წლის 26 მარტს.

პროექტის ღირებულება ხელშეკრულებით -  21 240 ლარი

განხორციელების ვადები - 16.10.2016-26.03.2017

კონტრაქტორი კომპანია -  შპს „ლიბო+“

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4751
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1395
იან 14 კვ 2024
1923
იან 07 შბ 2023
4252
ოქტ 24 ორშ 2022
3704
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები