24 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კოდის სათემო განათლების ცენტრში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს დევიდ რუისს და Dvv-international-ის პროექტის კოორდინატორს დავით ჯიქიას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ,,ადამიანები მოძრაობაში”, ფარგლებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სახელმწიფო და საერთაშორისო ფონდების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები. ლია ზურებიანმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის წარმომადგენელს მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ და ისაუბრა თვითმმართველობის მხრიდან სხვადასხვა პროექტების და პროგრამების წარმატებით განხორციელების ხელშემწყობ ღონისძიებებზე.
პროექტს ,,ადამიანები მოძრაობაში” 2016 წლიდან ახორციელებს გერმანული ორგანიზაცია Dvv-international-ი კოდის სათემო განათლების ცენტრთან პარტნიორობით. მისი მიზანია მიგრაციის გამოწვევების მართვა და ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზება პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტებისათვის საქართველოს რეგიონებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში კოდის სათემო განათლების ცენტრში დაფუძნდა ,,სათემო ლაბორატორია", რომლის წევრებიც არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. სათემო ლაბორატორიის მიზანია მუნიციპალიტეტში მიგრაციის საკითხებზე მუშაობა, ინფორმაციის მოძიება, საჭიროებების დადგენა, პრობლემების გამოვლენა და გადაჭრის გზების მოძიება. პროექტის პირველ ეტაპზე კოდის სათემო განათლების ცენტრის დირექტორის ქალბატონ მადონა ოქროპირიძის ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა არაერთი აქტივობა: მიგრაციული პროცესების შემცირების სტრატეგიის შემუშავების მიზნით ჩატარდა სხვადასხვა კვლევები, მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები, გაიხსნა სახელოვნებო და პიროვნული განვითარების კურსები (მინანქრის, კერვის, კულინარიის, ბუღალტერიის, ოფის მენეჯერის, სუვენირების დამზადების, სანტექნიკის, ელექტროშედუღების, ავტოშეკეთების, მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრების დამზადების და სხვა კურსები), როგორც კოდის თემში, ასევე წინწყაროში. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს უფასოდ უტარდებათ ფსიქოლოგის კონსულტაცია, იურისტის კონსულტაცია, სამოქალაქო განათლების, უცხო ენის, კომპიუტერული პროგრამების სწავლება.
სიახლეები
შეხვედრა კოდის სათემო განათლების ცენტრში.
28 მარ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5198
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1724
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1920
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2044
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































