თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქ. თეთრიწყაროში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
20 მარ 2017
 

ქალაქ თეთრიწყაროში სასმელი წყლის 2 ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, ქ. თეთრიწყაროში, მოსახლეობის სასმელ-საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, ვარხუნოს რეზერვუარის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით, 2 ჭაბურღილი მოეწყობა. პროექტის განხორციელების შედეგად, გაიზრდება სასმელი წყლის დებეტი და ქ. თეთრიწყაროში მცხოვრები 3100-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი ამ ეტაპზე დასრულებულია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 
ამასთანავე, წყალმომარაგების კომპანიის მიერ, ხორციელდება საპროექტო სამუშაოები დაბა მანგლისში სასმელი წყლის დებეტის გაზრდის და მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის, მიმდინარე წელს დაგეგმილია მანგლისის საყოფაცხოვრებო აბონენტების გამრიცხველიანებაც. 
აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ქ. თეთრიწყაროში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ, 2 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განახორციელდა. წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად, შემცირდა წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდა როგორც სასმელი წყლის ხარისხი, ასევე მიწოდების გრაფიკი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4332
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4072
ივნ 27 პარ 2025
3983
აგვ 12 სამ 2025
4272
ივლ 01 ორშ 2024
6910
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734