თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„შვეიცარიის განვითარების სააგენტო“-ს წარმომადგენლების ვიზიტი
16 თებ 2016
 

15 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა „შვეიცარიის განვითარების სააგენტო“-ს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ხელმძღვანელი - ბარბარა ბონი, მცირე კავკასიების ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ ბრადერი და „Mercy Corps საქართველო“-ს ხელმძღვანელი ირაკლი ქასრაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელთან - ბესიკ წიკლაურთან, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა და „ქალთა ოთახი“-ს საქმიანობის გაცნობა. 
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანმშრომლობის პერსპექტივები საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალის როლის გაზრდის მიმართულებით. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა ბარბარა ბონის მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამომავლო პროექტების შესახებ და ისაუბრა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას ქალთა მონაწილეობის გაზრდის აუცილებლობაზე.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-ს (Mercy Corps) მიერ განხორცილებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ფასილიტაციით, 2013 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეიქმნა ახალი მუნიციპალური სერვისი, სახელწოდებით „ქალთა ოთახი“, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთათვის საჭირო ინფორმაციის და სერვისების მიწოდება, ქალთა ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა, ქალთა მონაწილეობის გაზრდა სათემო და მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში. დაინტერესებულ პირთათვის სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინფორმაციის მიღება-გაცნობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სიახლეებსა და მიმდინარე საქმიანობებზე.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო პარტნიორობით „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“ მხარს უჭერს მნიშვნელოვან პროექტებს კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით. 2015 წელს პროგრამის დახმარებით და მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით, „მერსი ქორფს“-მა სოფელ წინწყაროს ტერიტორიაზე განახორციელა პირუტყვის გადასარეკი ტრასის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3837
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1369
იან 14 კვ 2024
1903
იან 07 შბ 2023
4232
ოქტ 24 ორშ 2022
3683
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები