თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სადღესასწაულო ღონისძიება თეთრიწყაროში
14 მარ 2017
 

6 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში დედათა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. მსმენელთა წინაშე მუსიკალური და იუმორისტული ნომრებით წარსდგნენ ადგილობრივი მუსიკალური შემოქმედებითი ჯგუფები, ქართული ესტრადის მომღერლები და მსახიობები: ლევან შენგელია, ნათია თადიაშვილი, კოტე მჟავია, მეკო მეტრეველი, ჯგუფი ქორალი, დავით ბეკოშვილი და სხვები. ღონისძიების ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მუნიციპალური პროგრამით მოსარგებლე 69 მრავალშვილიან დედას სადღესასწაულოდ, ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 
სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა ა.(ა).ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის" ორგანიზებით და სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერით. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ლია ზურებიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5221
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4072
ივნ 27 პარ 2025
3983
აგვ 12 სამ 2025
4272
ივლ 01 ორშ 2024
6910
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734