თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან
14 მარ 2017
 

2 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს ანა ზეცს და ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელს მარიამ წიქვაძეს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფელ ასურეთში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ხელშეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის საკითხები, ამასთანავე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ევროპის საბჭოს მიერ, უსასყიდლოდ, 80 ერთეული ორენოვანი (გერმანულ-ქართული) საგზაო მანიშნებელი გადაეცა, რომლის დამონტაჟება მოხდება სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩაზე. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი 2015 წლიდან ახორციელებს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს სახელწოდებით: „ ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია“, სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით დამზადდა მანიშნებლები. ამასთანავე, ევროპის საბჭოს მიერ, მიმდინარეობს მუშაობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული გერმანული დასახლებებისათვის (ასურეთი/ელიზაბეტთალი, მარაბდა/ვიზენდორფი და ქოთიში/შტაინფელდი) საინფორმაციო დაფების დამზადებაზე. 2015 წელს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით ასურეთში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე ცნობადობის გაზრდის და ინფორმირებულობის მიზნით, სოფლის მთავარ ქუჩას ეწოდა შვებების ქუჩა. ვინაიდან ასურეთში მცხოვრები შვაბები გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ გერმანიის რეგიონიდან - შვაბიიდან იყვნენ. ინიციატივა მოწონებულ იქნა ევროპის საბჭოს და საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მიერ. ბესიკ წიკლაურმა ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4237
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1395
იან 14 კვ 2024
1923
იან 07 შბ 2023
4252
ოქტ 24 ორშ 2022
3704
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები