24 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, შვაბების ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
2015 წელს თეთრიწყაროს გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით, მომზადდა გერმანული სოფლის - ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფლისთვის ძველი იერსახის დაბრუნებას.პროექტით გათვალისწინებულია შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია, ტროტუარის მოწყობა, მესერების და შესასვლელი ჭიშკრების მონტაჟი, საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე კიუვეტების მოწყობა. ამ ეტაპზე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორ კომპანია „დაგი“ სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.პროექტის საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 3 957 000 (სამი მილიონ ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ათას) ლარს.
სიახლეები
სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.
14 მარ 2017
მნახველთა რაოდენობა: 6085
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1724
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1920
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2044
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
















































