თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ ქ. თეთრიწყაროში
22 თებ 2016
 

საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, 2015 წლის თებერვალ - ივლისში განახორციელა მასშტაბური სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საპილოტე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასკოლო სპორტის განვითარებას და ზოგადად სპორტში მოსწავლე ახალგაზრდების მასობრივ ჩართვას.

2016 წლის 20 თებერვალს დაიწყო სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მეორე მუნიციპალური ტური, რომელიც მიზნად ისახავს, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში სპორტის ოთხ სახეობაში (მინი ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და გეზრბენი) გამარჯვებული სპორტული გუნდების გამოვლენას რეგიონულ ტურნირზე გასამგზავრებლად. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რვა საჯარაო სკოლის 28 სპორტული გუნდი.
20 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით და ორგანიზებით ქ.თეთრიწყაროში N 1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა შესარჩევი ტური ფრენბურთსა და კალათბურთში, შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები (ფრენბურთში- ქ.თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდები, ხოლო კალათბურთში ქ.თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის ვაჟთა და მანგლისის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები). შემდეგი შესარჩევი ტური გაიმართება მინიფეხბურთსა და გეზრბენში.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმატებებს უსურვებს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლე ახალგაზრდობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3865
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...