თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
15 იან 2014
 

23 დეპუტატი არცერთის წინააღმდეგ- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი დალაქიშვილი ერთხმად აირჩია.

სხდომა დღის 12 საათზე დაიწყო. თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელდა მხოლოდ ერთი კანდიდატურა. საკრებულოს 29 დეპუტატი ჰყავს აქედან დღევანდელ სხდომას  23 დეპუტატი დაესწრო. არჩევნები ფარული კენჭისყრით მიმდინარეობდა. გიორგი დალაქიშვილი იყო დეპუტატი „ალიანსი  საქართველოსთვის“  2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სიით გამარჯვებული.  დღესვე ცნობად მიიღო საკრებულომ ახალი ფრაქცია „თავისუფლებას“  შექმნა. თეთრიწყაროს საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი მესტვირიშვილმა 6 იანვარს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გიორგი მესტვირიშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ დალაქიშვილმა და დებუტატებმა ახალ თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. გიორგი დალაქიშვილის განცხადებით საკრებულო იქნება ეფექტური და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი უკეთესად იგრძნოს. სხდომა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6055
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1920
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5402
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1920