თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სოციალური სამსახურის ცენტრში
23 იან 2014
 

დღეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი დალაქიშვილთან ერთად სოციალური მომსახურების ცენტრში მუშა შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ამავე ცენტრის უფროსის ინიციატივით მოხდა. საუბარი შეეხო რაიონში მცხოვრები იმ კატეგორიის ადამიანებს ვინც აუცილებლად საჭიროებს მიიღოს  სოციალური სტატუსი. „აუცილებელია კონკრეტულად გადაიხედოს მონაცემთა ბაზა და სწორად შეირჩეს რეალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც დარჩნენ დახმარების გარეშე“ -განაცხადა ჩოქურმა. 
სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ არსებობს ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. მუნიციპალიტეტი და სოციალური სამსახური ერთობლივად გეგმავს რაიონში არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრას და ურთიერთშეთანხმებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მზადაა გასცეს შუამდგომლობის წერილი იმ ოჯახებზე, ვისაც რეალურად სჭირდება სოციალური დახმარება,  მამუკა ჩოქური ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას მხარის გუბერნატორთანაც გეგმავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4487
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1396
იან 14 კვ 2024
1925
იან 07 შბ 2023
4253
ოქტ 24 ორშ 2022
3705
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები