თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა ანსამბლი „გუდარეხი“ დააჯილდოვა
30 იან 2014
 

უყურე ვიდეოს

ღონისძიება გაიმართა რუსთავის სახელმწიფო თეატრში, სადაც ქვემო ქართლის 6 რაიონის თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, დმანისის, წალკის, ბოლნისის და ქალაქ რუსთავის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.

თეთრიწყაროს რაიონს ანსამბლი „გუდარეხი“ წარმოადგენდა, რომელიც კულტურულ სფეროში მიღწეული წარმატებისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა დააჯილდოვა. ღონისძიება „საქართველო ჩემი სახლიას“ ფარგლებში განხორციელდა. საღამოს ორგანიზატორი სამოდელო სააგენტო „კატრინი“ იყო  რომელიც საქართველოს მასშტაბით ატარებს სილამაზისა და ტალანტის კონკურსანტებისთვის შესარჩევ ტურებს. თეატრის სცენაზე ცნობილი მომღერლები გამოვიდნენ. მოეწყო სამოდელო ჩვენება რომლეშიც მონაწილეობას იღებდა თინათინ ბაბლუანი. ბაბლუანი მალტაში 2013 წელს მის ევროპაზე „ვიცე პრინცესად“ დასახელდა. სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელმა ბაბლუანის მალტაში გამგზავრებისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მამუკა ჩოქურს მადლობა გადაუხადა. ასევე მგალობლიშვილმა გამართული საღამოს მხარდაჭერისთვის მადლობა  ქვემო ქართლის რაიონის გამგებლებს და ქალაქ რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას გადაუხადა. ღონისძიებაში მონაწილე ყველა ანსამბლს რაიონის მუნიციპალიტეტისგან სიგელები გადაეცათ.

 

 
 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4710
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4072
ივნ 27 პარ 2025
3983
აგვ 12 სამ 2025
4272
ივლ 01 ორშ 2024
6910
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734