თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მცირემიწიან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები დაურიგდება
07 თებ 2014
 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „პროექტების მართვის სააგენტოს“ წარმომადგენლები რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებს და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს  შეხვდნენ.

შეხვედრაზე 2014 წლის მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ხელშეწყობის პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემა წელს ორ ეტაპად განხორციელდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მუნიციპალიტეტს  6538 ხვნის ბარათი გადასცა. მიმდინარე წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 -1,25ჰ-მდე მიწის ნაკვეთი. ხოლო 0-2500კვ-მდე ბენეფიციარები მიიღებენ პლასტიკურ ბარათებს, რომელზეც დარიცხული იქნება 50 ქულა. პლასტიკურ ბარათებს დაამზადებს ლიბერთი ბანკი საიდანაც ბენეფიციარები ბარათების აღებას შეძლებენ. მუნიციპალიტეტმა სასოფლო-სამეურნეო ბარათები დასარიგებლად ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს უკვე გადასცა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4185
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917