თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
11 თებ 2014
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მუშა შეხვედრა გამართეს.

სამინისტროს მიერ შექმნილი სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ კოტე ხუცაიძემ და სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა ვაჟა ქადაგიძემ შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამგეობის სამსახურებთან, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან, სურსათის უვნებლობის სამსახურთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურთან და ფერმერებთან გამართა. შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაზე და კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობაზე ისაუბრეს. კოოპერატივების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, მიწების გამსხვილებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციასა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3433
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1396
იან 14 კვ 2024
1925
იან 07 შბ 2023
4253
ოქტ 24 ორშ 2022
3705
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები