7 ოქრო და 4 ვერცხლის მედალი 2012-2013 წლის წარჩინებულ 11 კურსდამთავრებულებს.
თეთრიწყაროს საგანმანათებლო რესურსცენტრში საზეიმო დაჯილდოვებას ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური და გამგებლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა ხუციშვილი დაესწრო. 5 ოქროს მედალი სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს გადაეცათ. 1 ოქრო და 2 ვერცხლის მედალი კოდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მიიღეს, ხოლო სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს 1 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი ერგოთ. დაჯილდოვების ცერემონიალი მუსიკალური ღონისძიებით დასრულდა, რომელიც სამუსიკო სკოლამ სპეციალურად მოამზადა.