თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის კრებები დასრულდა
10 მარ 2014
 

10 მარტს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დალაქიშვილი, სოფელ მარაბდაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობამ გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს სოფელში საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა სთხოვეს. „ საბავშვო ბაღის კეთილმოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით უახლოეს ხანებში დაიწყებს“- განაცხადა მამუკა ჩოქურმა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დალაქიშვილი საბავშვო ბაღის დათვალიერებას და პრობლემის ადგილზე გაცნობას 12 მარტს გეგმავს. 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 20 ტერიტორიული ორგანოს 82 სოფელში შეხვედრები მოსახლეობასთან დასრულდა. სოფლის კრებებში განისაზღვრა პრიორიტეტები, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს უნდა გაკეთდეს. ადგილობრივებისთვის პრიორიტეტად რჩება გარეგანათება, შიდა გზების მოხრეშვა, წყალმომარაგება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სარიტუალო დარბაზების შეკეთება-რეაბილიტაცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4828
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4074
ივნ 27 პარ 2025
3985
აგვ 12 სამ 2025
4274
ივლ 01 ორშ 2024
6912
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735