თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ნოვრუზ ბაირამი
21 აპრ 2014
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას მარნეულში გამართულ ღონისძიებაზე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სპეციალური მიწვევით მარნეულის ცენტრალურ მოედანზე დღესასწაულთან დაკავშირებით მიძღვნილ კონცერტს დაესწრო. მუნიციპალიტეტისა და თეთრიწყაროს კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიებას თეთრიწყაროში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობაც ესწრებოდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილ კუთხეში ხელთნაკეთი ხალიჩები გამოიფინა. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელით ვულოცავ საქართველოში  მცხოვრებ ყველა და განსაკუთრებით თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს“- განაცხადა მამუკა ჩოქურმა. 
ბაირამის დღესასწაული მიიჩნევა გაზაფხულისა და ახალი კალენდრის დასაწყისად, დღისა და ღამის გათანაბრებად და მარნეულის რაიონში ყოველწლიურად საზეიმოდ აღინიშნება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5399
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3985
აგვ 12 სამ 2025
4274
ივლ 01 ორშ 2024
6912
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735