თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან
25 თებ 2016
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, ქ. თეთრიწყაროში ყოფილი საავადმყოფოს შენობაში შესახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს, საჭიროებებს და საცხოვრებელ პირობებს.

დევნილი მოსახლეობის მხრიდან ძირითად პრობლემად დასახელდა წყალმომარაგება, აგრეთვე სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები. ვინაიდან დევნილთა მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბალანსზეა, აღნიშნულმა უწყებამ 2015 წლის სექტემბერში მოსახლეობის წყალმომარაგების მიზნით დაიწყო სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულება გათვალისწინებული იყო ორ თვეში. თუმცა დევნილ ოჯახებს დღემდე აქვთ წყალმომარაგების პრობლემა და არ მიეწოდებათ სასმელი წყალი.
გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე მოსახლეობას დაპირდა მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციებს მიკუთვნებული ყველა პრობლემური საკითხის შესწავლას და შეძლებისდაგვარად დახმარებას. პრობლემის დროულად გადაჭრის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა შუამდგომლობით მიმართავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4473
 
 
 
სიახლეები
იან 00
1714
ივლ 02 ოთხ 2025
4047
ივნ 27 პარ 2025
3956
აგვ 12 სამ 2025
4252
ივლ 01 ორშ 2024
6892
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1714