თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ინტელექტის დღე“
26 აპრ 2014
 

26 აპრილს საქართველოს 72 მუნიციპალურ ცენტრში, ერთდროულად დაიწყო  ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ინტელექტის დღე.“ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლა.

მუნიციპალურ რაუნდში გუნდებმა 24 შეკითხვას უპასუხეს. პირველ ადგილზე 11 ქულით გავიდა სამღერეთის საჯარო სკოლა, მე-2 ადგილი დაიკავა ერტისის საჯარო სკოლამ 8 ქულით, ხოლო მე-3 ადგილი გაიყვეს ორბეთისა და კოდის საჯარო სკოლებმა 7 ქულით. დასკვნით ეტაპზე  გუნდები 36 შეკითხვას უპასუხებენ. 24 მაისს ფინალში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ უძლიერეს გუნდს გამოავლენენ. „ინტელექტის დღე“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ინტელექტ-კლუბის რა? სად? როდის?-ის ერთობლივი პროექტია. თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლაში გამართულ შეჯიბრს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქურიც დაესწრო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3472
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3984
აგვ 12 სამ 2025
4273
ივლ 01 ორშ 2024
6911
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735