თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მუნიციპალიტეტში კატასტროფების რისკის შემცირების ჯგუფი შეიქმნა
01 მაი 2014
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პირუტყვის დაავადებათა კონტროლის, კატასტროფების რისკის შემცირებისა და სასოფლო-სამურნეო სავარგულების მიზნობრივად გამოყენების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 1 მაისს პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დაიგეგმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  (ცხვრის) გადარეკვის პერიოდში პირუტყვის დაავადებისა და მოსალოდნელი სხვა კატასტროფების თავიდან ასაცილებელი კონკრეტული ღონისძიებები, ისეთი როგორიცაა გადასარეკი ტრასებისათვის ტერიტორიის გამოყოფა, შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და ბანერების განთავსება და სხვა. პირუტყვის დაავადებათა და კატასტოფების რისკის შემცირების მიზნით, პირუტყვის დაავადებების დაფიქსირებისას, დაცემული პირუტყვის აღმოჩენის შემთხვევაში, გადასარეკი ტრასის მარშრუტის დარღვევისას, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემებსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ამოქმედდება უფასო ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებს  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თეთრიწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური და სსიპ  სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ჩოქური და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დალაქიშვილი დაესწრო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2584
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1390
იან 14 კვ 2024
1918
იან 07 შბ 2023
4246
ოქტ 24 ორშ 2022
3701
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები