თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ეკომიგრანტების საარსებო წყაროების შესაძლებლობების გაძლიერება
29 თებ 2016
 

პროექტი “საქართველოში ეკომიგრანტების საარსებო წყაროების შესაძლებლობების გაძლიერება“

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქვემო ქართლშიც, ეკომიგრანტების მხარდამჭერ პროექტს, სახელწოდებით “საქართველოში ეკომიგრანტების საარსებო წყაროების შესაძლებლობების გაძლიერება“ ახორციელებს. პროექტი 50-მდე ახალგანსახლებული ეკომიგრანტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საარსებო წყაროების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები 2 000 ლარის ოდენობის მატერიალურ სარგებელს მიიღებენ.
პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებსა და ცენტრ „აფხაზეთი"-ს წარმომადგენლებს შორის შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური გაეცნო ახალი პროექტს და ისაუბრა მუნიციპალიტეტში არსებულ ეკონომიკურ პოტენციალზე, ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკურ და რელიგიურ შემადგენლობაზე, ტრადიციებზე, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსა და არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხი თემში ჩასახლებულ ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 
ადგილობრივი ხელისუფლების და ცენტრ “აფხაზეთი“-ს წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში, აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3589
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...