დღეს,12 აგვისტოს დიდგორის ველზე დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ.
დიდგორის ველზე ასევე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. დღესასწაულს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა და ქართველი სამხედროების გმირობაზე ისაუბრა.