ასურეთი სადაც, გერმანელი კოლონისტების ცხოვრების ფრაგმენტები დღესაც შემორჩენილია, მთავრობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით სოფლის რეაბილიტაციის გეგმა მუშავდება.
პროექტი ჯერ იდეის დონეზეა ,თუმცა ავტორების შეფასებით რეაბილიტაციის შემდეგ, ასურეთი ტურისტულ ეკონომიკურ ზონად იქცევა. ასურეთში მთლიანად აღდგება ძველი არქიტექტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელ სახლებს, მარნებს.აქვე განთავსდება მუზეუმი, რომელშიც გერმანელების საქართველოში ცხოვრების ამსახველი მასალა იქნება დაცული.