თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს მორიგი სამედიცინო აქცია
14 მარ 2016
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის მხარდაჭერით, 11-12 მარტს ქ.თეთრიწყაროში, მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი"-ს მიერ, მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში თვალის კატარაქტის მკურნალობის საჭიროების მქონე 22 პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო ოფთალმოლოგ ექიმებმა უფასო სამედიცინო კონსულტაცია და მომსახურება გაუწიეს ქ. თეთრიწყაროში მცხოვრებ 30 მოქალაქეს.
პაციენტებს, რომელთაც ოპერაციული მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსების თხოვნით მიმართეს თეთრიწყაროს გამგეობას, სრულიად დაუფინანსდათ ოპერაციის თანხის დარჩენილი ნაწილი, რომელსაც არ ანაზღაურებს ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური. "ოფთალმიჯი"-ს ინფორმაციით, უფასო სამედიცინო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. მორიგი აქციის ჩატარების დროის და ადგილის შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეცნობება გამგეობის ოფიციალური გვერდის საშუალებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5022
 
 
 
სიახლეები
იან 00
1714
ივლ 02 ოთხ 2025
4047
ივნ 27 პარ 2025
3956
აგვ 12 სამ 2025
4252
ივლ 01 ორშ 2024
6892
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1714