თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელის კრისტოფ ბერგნერის ვიზიტი სოფელ ასურეთში
23 იან 2015
 

22 იანვარს, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ასურეთს (ყოფილ ელიზაბეტტალს) ეწვია გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელი კრისტოფ ბერგნერი.

მას მასპინძლობა გაუწიეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილემ რამინ ისმაილოვმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, თეთრიწყაროს განვითარების ფონდის დირექტორმა თამაზ კაპანაძემ და ბიზნესმენმა დავით ჩიქოვანმა.
დელეგაციამ მოინახულა ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია და გვირგვინით შეამკო ძველი გერმანელი კოლონისტების სასაფლაო. ბატონმა კრისტოფ ბერგნერმა დაათვალიერა ძველი საცხოვრებელი სახლები სადაც, გერმანელი კოლონისტების ცხოვრების ფრაგმენტები დღესაც შემორჩენილია, ასევე გაეცნო თეთრიწყაროს განვითარების ფონდის პროექტებს.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3599
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918