თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია
03 თებ 2015
 

ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის. ალგეთის წყალსაცავის კაშხლის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ინსტრუმენტალური მონიტორინგის სისტემის აღდგენა, მაგისტრალური არხის ხაიშის და მარაბდის მასივებზე  წყალმიმყვანი მილსადენების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით 2 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბატონი კახა სამხარაძე, გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში,ფერმერები,ადგილობრივი მოსახლეობა .ასევე:
ვახტანგ გარდაფხაძე-საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის დირექტორი.
ლალი დუმნიშიძე-სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მენეჯერ-კონსულტანტი.
ლევან ცხოვრებაშვილი -ინჟინერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების კონსულტანტი.
ვალერიან მჭედლიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის დეპარტამენტის უფროსი.
შეხვედრაზე ზოგადად მიმოიხილეს სარწყავ სისტემებზე არსებული მდგომარეობა,გარემოსდაცვითი მართვის გეგმა და ის ძირითადი მიზეზები ,რამაც განაპირობა მათი დღეისათვის მეტწილად გაუმართავ მდგომარეობაში არსებობა .საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ფერმერებს ითანამშრომლონ საინჟინრო პროექტის განვითარების პროცესში , რათა მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნეს მათი მოთხოვნები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4021
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2948
ივლ 02 ოთხ 2025
5399
ივნ 27 პარ 2025
5227
აგვ 12 სამ 2025
5767
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917