თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სალოტბარო სკოლის გახსნა
12 თებ 2015
 

12 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა.

სალოტბარო სკოლაში მოსწავლეები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამით, უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში.
კულტურის სახლში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გოჩა თედორაძე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე,ფოლკლორის ცენტრის ზეპირსიტყვიერების ხელმძღვანელი ქალბატონი ეთერ თათარაიძე, ცენტრის სპეციალისტები, კულტურის სფეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კონცერტზე გაჟღერდა ქართული, ხალხური სიმღერები და საგალობლები, რომლებიც ანსამბლმა "ლაგუშედას" და „გუდარეხის“მომღერლებმა შეასრულეს.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3874
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917