საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ყველა ერთისათვის“ ა/წ 25 თებერვალიდან - 25 მარტის ჩათვლით ახორციელებს ველოტურს ქვეყნის მასშტაბით, სახელწოდებით ,,საქართველო მშვიდობისათვის“.
მსგავსი ღონისძიება ,,ყველა მშვიდობისათვის“ პირველად ჩატარდა უკრაინაში 2014 წელს, რომლის მიზანი იყო საომარი მოქმედებების შეწყვეტის და პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარების მოწოდება.
გასულ წელს აღნიშნულმა ორგანიზაციამ ლეგენდარულ სპორტსმენთან ჯუმბერ ლეჟავასთან ერთად დაგეგმა მსგავსი ტურების ჩატარება, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მაინც გრძელდება და უკვე მესამე სამშვიდობო ველოტური ერთი თვის განმავლობაში მოიცავს სრულიად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საზღვრებს. შემდეგი, მეოთხე ტური გაგრძელდება ამიერკავკასიის დანარჩენ რეგიონებში.
ველოტურების მისია და მიზანია: მსოფლიოში ყველა პრობლემის ომის გარეშე მოგვარების მოწოდება; ადამიანთა შორის კავშირების აღდგენა; ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ,,საქართველო მშვიდობისათვის“ ტურის განხორციელებას მხარდაჭერა გაუწია. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბატონი ნოდარ ბერიძე შეხვდა ადგილობრივ სპორტსმენებს. ასევე მოხდა ფართო საზოგადოებასთან გაცნობითი სახის შეხვედრები.