თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

"ეტალონი" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრა - გოჩა ტყეშელაშვილი ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა
09 მარ 2015
 

საგანმანათლებლო მედიაპროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, "ეტალონის" შემოქმედებით გუნდთან ერთად  თეთრიწყაროში ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.

რეგიონული ტურნეს მიზანი სწავლაზე ორიენტირებული ახალგაზრდების აღმოჩენა, მათი წარმოჩენა, წახალისება და განათლების მიღებისადმი მოტივაციის ამაღლებაა.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული/გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, თეთრიწყაროს გამგებელი ბესიკ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გულნაზ აფციაური ესწრეოდნენ. დაბრაზში  ასევე ინყოფებოდნენ  მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგები და სკოლების დირექტორები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. "ეტალონის" წამყვანმა ახალგაზრდებს გადაცემის შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა და მედიაპროექტთან დაკავშირებულ  შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრისას ბევრმა ახალგაზრდამ ლექსების კითხვითა თუ სიმღერით მოისურვა თავის გამოჩენა. აქტიურ და თამამ მოსწავლეებს: შორენა ჩარკვიანსა და გიორგი ფანგანს, გოჩა ტყეშელაშვილმა "ეტალონის" კითხვების კრებული გადასცა.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3711
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917