16 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების გაცნობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (CTC) პროექტის კოორდინატორს ქალბატონ ქსენია კანდელაკს და პროექტის მენეჯერს ქალბატონ მაკა პაპუკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებებში 2012-2016 წლებში განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები 2017 წელს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის. ბესიკ წიკლაურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელით ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და სასარგებლო საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა კომპანია BP-ს და ქალბატონ ქსენია კანდელაკს. აღსანიშნავია, რომ პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წარმატებით განხორციელდა არერთი პროექტი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების, დასახლებათა წყალმომარაგების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და თემებში არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარების მიზით. პროექტის მეხუთე ფაზას BP –ის და მისი პარტნიორების დაფინანსებით ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი (CTC). პროგრამის მიზანია განაგრძოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თეთრიწყაროს, გარდაბნის, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების 64 თემის განვითარების ხელშეწყობის პროცესი. პროექტის სოციალური და ეკონომიკური ამოცანების ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები ითალისწინებს სოციალური ჯგუფების მდგრადი ფორმების განვითარებას, პროექტების განხორციელებას სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით და მცირე ბიზნესის განვითარებას.
სიახლეები
სიახლეები
ივლ 06 ორშ 2026
842
ივლ 03 პარ 2026
866
ივლ 02 ხუთ 2026
965
ივლ 03 პარ 2026
901
მაი 26 სამ 2026
1227
ივნ 11 ხუთ 2026
1255
იან 00
1242
იან 00
1467




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა













































