თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან
25 მარ 2016
 

 

პოექტის „დავასუფთავოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, 25 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთაში, ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება ქვეყანაში ნარჩენების მართვის გზებზე, კერძოდ განხილულ იქნა საკითხი ნარჩენების მართვის სფეროში არსებული რეგულაციების და მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესახებ, აგრეთვე ევროკავშირის მიდგომები ნარჩენების მართვის საკითხებში.
შეხვედრას წარმართავდნენ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“-ს თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და რეგიონალური კოორდინატორი ზურაბ ვაშალომიძე.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის („საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები - საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორიქისი“და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“) მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3489
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1368
იან 14 კვ 2024
1903
იან 07 შბ 2023
4232
ოქტ 24 ორშ 2022
3682
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები