26 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების დასაწყისს ა.(ა).ი.პ. ,,თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენით წარსდგა, გამოფენაზე ქართული ხალხური რეწვის ნიმუშები წარმოადგინა კოდის სათემო განათლების ცენტრთან არსებულმა სოციალურმა საწარმო „არტკოდა“-მ, ხოლო პატრიოტულ თემაზე შექმნილი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის (ფერწერა, ქნდაკება, ქსოვა, ქარგვა, კერამიკა და სხვ.) ნამუშევრები წარმოდგინა ა.(ა).ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლა“-მ. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერებით, ლექსებით და საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ ა.(ა).ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრი“-თან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა პავლე ზურებიანი, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.