თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

აჭარის ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ სამღერეთში ახალი სკოლა აშენდა
28 აპრ 2015
 

28 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი,  ადმინისტრაციის აპარატის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ჭავჭავაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით სარიევი, სოფელ სამღერეთს ესტუმრნენ  და ახლადაშენებულ სკოლა დაათვალიერეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა გასული საუკუნის 40 წლებში იყო აშენებული. სკოლაში, რომელიც სოფლის სასაფლაოს  ემიჯნებოდა, მხოლოდ  12 საკლასო ოთახი ფუნქციონირებდა, კედლები იყო დაბზარული და დეფორმირებული.  ამორტიზირებული შენობა არ ექვემდებარებოდა კაპიტალურ რემონტს. 
ახლად აშენებული სკოლა თანამედროვე გათბობის სისტემით, კლას-კაბინეტებით თანამედროვე სასკოლო მერხებითა და დაფებითაა აღჭურვილი. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია სპეციალური  საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და აქვს სპორტული და სააქტო დარბაზები.
სამღერეთი ისტორიული სოფელია, 25 წელია რაც აქ აჭარელი  ეკომიგრანტები დასახლდნენ, შესაბამისად, სკოლა ქართულენოვანია. ამჟამად სკოლაში 88 მოსწავლე სწავლობს, მათგან 12 ადმინისტრაციულად შემოერთებულ შიხილოს დაწყებითი აზერბაიჯანული სკოლადან დადის და მათ,  2013 თებერვლიდან, სამინისტროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი ემსახურებათ.
სოფელში დემოგრაფიული მდგომარეობა არის ზრდადი, შესაბამისად, ახალი  სკოლა  150 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ყველა პირობა არის შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3554
 
 
 
სიახლეები
იან 00
1724
ივლ 02 ოთხ 2025
4053
ივნ 27 პარ 2025
3967
აგვ 12 სამ 2025
4258
ივლ 01 ორშ 2024
6897
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1724