თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილე თეთრიწყაროში
09 მაი 2015
 

ქალაქ თეთრიწყაროში, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი ჭავჭავაძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და საკრებულოს თავჯდომარემ გოჩა თედორაძემ. ომში დაღუპულთა მემორიალს ასევე  პატივი მიაგეს გამგეობის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

სამამულო ომის ყველა ვეტერანს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, წელს პირველად, ერთჯერადათ 1000 ლარი ჩაერიცხათ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა თეთრწყაროელ თექვსმეტივე ომის ვეტერანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოუყო 200 ლარი.
პაატა ხიზანაშვილმა სამამულო ომის მონაწილებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული სპეციალური ორდენი და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა გადასცა.
მამა პავლე ზურაბიანმა სამამულო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. საზეიმო ღონისძიება კონცერტითა და მეორე მსოფლიო ომის თემატიკასთან დაკავშირებული გამოფენით დასრულდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2829
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1553
იან 14 კვ 2024
2054
იან 07 შბ 2023
4381
ოქტ 24 ორშ 2022
3806
 

2025 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები