დღეს სოფელ ასურეთს ეწვია გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნ კარინ შტრენცი და მეგობრობის ჯგუფის წევრები: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ორთვინ ჰენიგი,ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი იოჰანს კარსი, ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ქ-ნი კატრინ კუნერი, ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი ტაბეა როსნერი, ბუნდესტაგის წევრი მეგობრობის ჯგუფის წევრი ბ-ნი ტანკრედ შიპანსკი, გერმანიის ბუნდესტაგის ადმინისტრაცია ბ-ნი ბიტე ლეინუსი,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ბ-ნი კრისტოფერ ფრონცეკი.
მათ მასპინძლობა გაუწიეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ რამინ ისმაილოვმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი ჭავჭავაძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
დელეგაციამ მოინახულა ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია და გვირგვინით შეამკო ძველი გერმანელი კოლონისტების სასაფლაო. დაათვალიერეს ძველი საცხოვრებელი სახლები, სადაც გერმანელი კოლონისტების ცხოვრების ფრაგმენტები დღესაც შემორჩენილია, ასევე გაეცნენ თეთრიწყაროს განვითარების ფონდის პროექტს.