თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი სოფელ ასურეთში
12 მაი 2015
 

დღეს სოფელ ასურეთს ეწვია  გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნ კარინ შტრენცი და მეგობრობის ჯგუფის წევრები: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ორთვინ ჰენიგი,ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი იოჰანს კარსი, ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ქ-ნი კატრინ კუნერი, ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი ტაბეა როსნერი, ბუნდესტაგის წევრი  მეგობრობის ჯგუფის წევრი ბ-ნი ტანკრედ შიპანსკი, გერმანიის ბუნდესტაგის ადმინისტრაცია ბ-ნი ბიტე ლეინუსი,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში  ბ-ნი კრისტოფერ ფრონცეკი.

მათ მასპინძლობა გაუწიეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ რამინ ისმაილოვმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი ჭავჭავაძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
დელეგაციამ მოინახულა ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია და გვირგვინით შეამკო ძველი გერმანელი კოლონისტების სასაფლაო. დაათვალიერეს ძველი საცხოვრებელი სახლები, სადაც გერმანელი კოლონისტების ცხოვრების ფრაგმენტები დღესაც შემორჩენილია, ასევე გაეცნენ თეთრიწყაროს განვითარების ფონდის პროექტს.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2551
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1175
იან 14 კვ 2024
1738
იან 07 შბ 2023
4068
ოქტ 24 ორშ 2022
3548
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები