თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
01 ივნ 2015
 

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით  და ა.(ა).ი.პ ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების  გაერთიანება  კულტურის  ცენტრისა“  და  ა.(ა).ი.პ.  ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის   ბავშვთა   სკოლამდელი   აღზრდის   ცენტრის“    ორგანიზებით   ქ. თეთრიწყაროში, გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისთვის.

სპეციალურად მათთვის შეიქმნა ზღაპრული სამყარო. ბავშვების გართობაზე იზრუნეს კოსტიუმირებულმა პერსონაჟებმა (მიკი მაუსი, სპაიდერ მენი, დონალდო, კონკია, ფერია) და მხიარულმა ანიმატორმა. 
ღონისძიებაზე გამოიფინა ბავშვთა ნამუშევრები. გაიმართა შეჯიბრი ასფალტზე ხატვაში, ღონისძიების მეორე ნაწილი კი გაგრძელდა  ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ ბაგა-ბაღების აღსაზრდელების შესრულებული ღონისძიებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3181
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2646
ივნ 27 პარ 2025
2523
აგვ 12 სამ 2025
2757
ივლ 01 ორშ 2024
5508
იან 14 კვ 2024
5507
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
802