თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ოლიმპიური ცეცხლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
02 ივნ 2015
 

29 მაისს აჭარიდან შემოსული ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაგრძელდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ანთებული ოლიმპიური ცეცხლი 2 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები დახვდნენ.

პირველი ჩირაღდანი აანთო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტსმენმა გიორგი კობახიძემ(საქართველოს ნაკრების წევრი ჭიდაობის სახეობა კურაში) ესტაფეტაში მონაწილეობდნენ დავით ხვისტანი, გიორგი ქურდიანი,ახმადგერ გარდაფხაძე,ლუხუმ ჩხვიმიანი და ფრიდონ გასვიანი. სპორტსმენებმა ოლიმპიური ჩირაღდანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მიიტანეს. დამსწრე საზოგადოებას ისტორიული დღე მიულოცა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის და სოც უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა . საზეიმო ღონისძიება კი გაგრძელდა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ოლიმპიური ჩირაღდანი 26 მაისს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აინთო. ცეცხლი საქართველოში პირველად ჩამოიტანეს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ცეცხლს სულ 700- მდე მეჩირაღდნე ჩაიტანს. ოლიმპიურ ცეცხლს ბოლოს თბილისში ჩაიტანენ, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიადა დაიწყება. დედაქალაქს 49 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება, ისინი ძალებს სპორტის 9 სახეობაში მოსინჯავენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2873
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1373
იან 14 კვ 2024
1907
იან 07 შბ 2023
4237
ოქტ 24 ორშ 2022
3689
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები