თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტი
10 ივნ 2015
 

BP  ახორციელებს არსებული სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტს(SCPX), რომლის მიზანია მილსადენის გამტარიანობის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს წელიწადში დამატებითი16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ დენიზ 2-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე. აზერბაიჯანსა და საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენის ახალი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტორად შეირჩა Saipem/Azfen-ის ერთობლივი საწარმო.

SCPX პროექტის განხორციელება უზრუნველოფს საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების გაზრდას ,საქართველოს მონაკვეთზე გატარებული მეტი გაზის სატრანზიტო გადასახადით.
ასევე , SCPX პროექტი გაზრდის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეროვნულ მაგისტრალურ გაზსადენში წელიწადში 0,76 მილიარდი კუბური მეტრით.
შეიქმნება მილსადენის მშენებლობის პერიოდში ადგილობრივი მოქალაქეებისათვის დასაქმების შესაძლებლობა.
ამ პროექტის გასაცნობად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა შეხვედრა ,რომელსაც ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი ფირცხალაიშვილი,მოადგილეები გიორგი ქორიძე,ლია ზურებიანი,საკრებულოს თავმჯდომარე დავით სარიევი  და პროექტში მომიჯნავე თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ერთეულების გამგებლის წარმომადგენლები.პროექტის წარმდგენები იყვნენ იუგენ ფონ ბორისი BP/ SCPX სოციალური და გარემოს დაცვის საკითხების ჯგუფის უფროსი,ეკა გრიგალავა (საიჰემ-აფენი) მდგრადი განვითარების მენეჯერის მოადგილე,თეომან ალტა  (საიჰემ-აფენი) პროექტის მენეჯერი.გიორგი გუგეშიძე BP საქართველოს მიწის საკითხების ოფიცერი და ნატო ჯავახიშვილი BP/ SCPX მრჩეველი სოციალურ საკითხებში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3364
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2687
ივნ 27 პარ 2025
2565
აგვ 12 სამ 2025
2798
ივლ 01 ორშ 2024
5556
იან 14 კვ 2024
5552
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
825