თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის” ორგანიზებით 3 ივლისს ქ. თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში, გაიმართა 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა, დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე და გამგეობის თანამშრომლები.
აქცია-კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ: ანსამბლი მეტეხი, იბერია, მომღერალი ზურა ჩინჩალაძე ,ჯარჯი შუქიაური, ,გიორგი ჯმუხაძე და პაატა ოდიშვილი. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა დაზარალებულთა დახმარებისთვის გახსნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება.