თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ჰორიზონტის გაფართოება გაუმჯობესებული არჩევანი
21 ივლ 2015
 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ICCN”-ისა და „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა საინფორმაციო ტიპის შეხვედრა.

ჰორიზონტის გაფართოება: ,,გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის“ - პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,MercyCorps”- თანპარტნიორობით. პროგრამა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისაგან:
1. ,,ქალთა ოთახი“ - ახალი მუნიციპალური სერვისი, რომელიც ქალებს გაუმარტივებს ინფორმაციასა და სხვადასხვა სერვისზე წვდომას და ხელს შეუწყობს გენდერული ცნობიერების ამაღლებას.
2. განათლების, კარიერისა და შესაძლებლობების ფონდი - ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების კარიერისა და განათლების შესაძლებლობების გაზრდას.
3. განათლება და სკოლები- შერჩეული პედაგოგებისთვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგები გენდერული თანასწორობისა და გოგონათა გაძლიერების პროგრამით. კომპონენტი ხელს შეუწყობს სკოლებში თემატური გაკვეთილების, ფაკულტატური მეცადინეობების, ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და როლური თამაშების ორგანიზებას. მოხდება მშობლების აქტიურად ჩართვა ბავშვების მიერ მომზადებულ მცირე პროექტებში, დისკუსიებში, ფილმების პრეზენტაციებში და ა.შ.
შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი,საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი  ეკატერინე აფციაური, ICCN -ის დირექტორი ლალი ყიფშიძე, ICCN-ის კოორდინატორი მაია შარვაშიძე და „ქალთა ოთახის „ თანამშრომლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2625
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1372
იან 14 კვ 2024
1906
იან 07 შბ 2023
4237
ოქტ 24 ორშ 2022
3688
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები