საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თანაორგანიზატორობით, 19 ივლისს ქ.თბილისში გ.ჩიტაიას სახელობის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა, ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტგენი“.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნა ხალხური სიმღერა ,ცეკვა, საბრძოლო ხელოვნება,სახალხო პოეზია,რეწვა,ხალხური მედიცინა,კულინარია და ეკოლოგიურად სუფთა , ბიო-პროდუქტების გამოფენა.
საერთაშორისო ფესტივალ „არტგენში“მონაწილეობას იღებდნენ : ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრთან”არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “გუდარეხი“, ასევე გამოფენილი იქნა ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლის” მოსწავლეების ნამუშევრები:ფერწერა,გრაფიკა,თექა,ქანდაკება და მინანქარი.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული და თანამედროვე კულტურული ფასეულობების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.