თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან
06 აპრ 2016
 

6 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველის მანდატი მოკლედ მიმოიხილეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში: ირმა მჭედლიძემ და მურად გუსეინოვმა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, იმ პრობლემების სინთეზი და ანალიზი, რის გამოც მიმართავს მოსახლება სახალხო დამცველის აპარატს, ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები. შეხვედრის ძირითადი ნაწილის შემდგომ გაგრძელდა თათბირი გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა წარმომადგენლებს მოახდინონ მოსახლეობის დროული ინფორმირება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების და ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რათა მოსახლეობას საშუალება მიეცეს ისარგებლოს მთის კანონით გათვალისწინებული სოციალური და საგადასახადო შეღავათებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3559
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...