თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ცენტრალური გზიდან სკოლასთან მისასვლელი გზის მოასფალტება დასრულდა.სავალი გზის მოასფალტების პარალელურად კოდის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიცვალა სასმელი წყლის მილები.ამ ეტაპზე კომპანია სანიაღვრეების მოწყობას ანხორციელებს.
განხორციელებული სამუშაოები დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა,მოადგილეებთან რამინ ისმაილოვთან ,ნუგზარ სალიასთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ წიკლაურთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროს გოჩა ლებანიძესთან ერთად მოინახულა.
ცენტრალური გზიდან ,სკოლასთან მისასვლელი გზის 490 მ მონაკვეთის, მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობითი სამუშაოები 2015 წლის 3 ივლისს დაიწყო ,დაგეგმილი სამუშაოები კი სრულიად მიმდინარე წლის 1 სექტემბერს დასრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ანხორციელებს სამშენებლო კომპანია შპს „გიო და დათი“რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137,370 ლარია გამოყოფილი.