თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ მარაბდაში მარაბდობის დღესასწაული აღინიშნა
18 აგვ 2015
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში მარაბდობის დღესასწაული აღინიშნა

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი გიორგი ხომერიკი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე, ქალაქის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანანია (ჯაფარიძე), ეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, გამგებლის მოადგილეები ლია ზურებიანი,გიორგი ქორიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით სარიევი და გამგეობის სხვა თანამშრომლები.
მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ, წმინდა მარინეს ეკლესიის ეზოში განსვენებული 9 ძმა ხერხეულიძის და 1625 წელის 1 ივლისს მარაბდის ბრძოლაში დაღუპულ წმინდანთა საფლავები აკურთხა, ასევე მოხდა სოფელ მარაბდაში 9 ძმის მემორიალთან მისასვლელ გზაზე აღმართული ჯვრის კურთხევა.
საზეიმო ღონისძიება ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით 9 ძმის მემორიალთან კონცერტით გაგრძელდა,  რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მომღერლები: თემურ წიკლაური, ნათია ქოროღლიშვილი, პოეტები: ნიკოლოზ ნორიელი და იოანე ქართველი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4870
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5400
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5768
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917